რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება დღეს, 24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოაცხადა.
ტედ ჯონასი სამართალდამრღვევად ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).