აქციაზე „პირველი არხის" ოპერატორი, ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა

პუბლიკა

აქციაზე პიროტექნიკით საქართველოს „პირველი არხის” ოპერატორი, ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობაა მობილიზებული – ისინი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ წყლის ჭავლს და გაზის კაფსულებს.

პოლიცია ძალადობრივად აკავებს აქციის მონაწილეებს და მათ ფიზიკურად უსწორდება. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავებული.