თბილისში აქციაზე, სადაც მოქალაქეები საწვავის გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით პოლიციამ 10-ზე მეტი პირი წაიყვანა. სხვადასხავ მედიასაშუალებებით ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ჩასვეს პოლიციელებმა რამდენიმე პირი საპატრულო მანქანებში. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით „პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განაცხლდება.
იქამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამი იყო, რომ საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ადგილას სატრანსპორტო კვანძის დაკეტეს, რაც დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსს იწვევს.
შსს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მართლწესრიგის დაცვისკენ, სატრანსპორტო მოძრაობის გახსნისკენ და პოლიციის კანონიერ მოთხოვნებზე დამორჩილებისკენ მოუწოდებდა.
საპროტესტო აქცია რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, საიდანაც აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლემენტთან გადაინაცვლეს.
დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.
საწვავის გაზრდილი ფასი დღეს მოქალაქეებმა ასევე ქუთაისში, ბათუმსა და ოზურგეთში აქციებით გააპროტესტეს.