აქციაზე „ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი და მისი ოპერატორი დაშავდნენ

პუბლიკა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი და მისი ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე დაშავდნენ.

როგორც „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა მაკა ანდრონიკაშვილმა პირდაპირ ჩართვაში განაცხადა, მარიამ გაფრინდაშვილს, სავარაუდოდ, თავი აქვს გატეხილი. მისივე ცნობით, გაფრინდაშვილს აღენიშნებოდა გონების დაკარგვის ეპიზოდი.

მარიამ გაფრინდაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან, გამოიყენეს წყლის ჭავლიც.