თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების გამო დაკავებული 11 პირის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
სხდომა გახსნიდან მალევე გადაიდო.
საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს.
არსებითი განხილვის პროცესი კვლავ ნახევრად დახურული ფორმატით დაიწყო. დარბაზში არ შეუშვეს ბრალდებულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.
პროცესს არ ესწრებოდა ერთ-ერთი ბრალდებული, რეზო კიკნაძე, რომელიც წინა სხდომაზე მოსამართლემ სხდომის დახურვის საკითხზე პროტესტის შემდეგ გააძევა.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომა დაწყებიდან მალევე გადადო.
როგორც მან განმარტა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა საქმე განსახილველად გუშინ დაეწერა, საქმე არის მოცულობითი, მას უნდა გაეცნოს და ამიტომ, ადვოკატებს სხდომის გადადება შესთავაზა.
მორიგი პროცესი 24 აპრილს გაიმართება.
5 მარტის სხდომაზე დაიხურა, როცა ბრალდებულები სიტყვით გამოდიოდნენ, რასაც დამსწრეები ტაშით ხვდებოდნენ.
25 მარტს მოსამართლის გადაწყვეტილება, დარბაზში არ შემოუშვას დაკავებულების ოჯახის წევრები, გააპროტესტა რეზო კიკნაძემ და თქვა, რომ „არ აპირებს ცირკში მონაწილეობის მიღებას”. მან მოსამართლეს მონაც უწოდა. ირაკლი შვანგირაძემ რეზო კიკნაძე დარბაზიდან გააძევა. სხდომა თავად დატოვა რუსლან სივაკოვმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის პროცესი.
არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურა მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თითოეულ მათგანს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.