კანცელარიასთან გამართული აქციის „არა რუსეთს“ მონაწილე აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო – ინფორმაციას მოძრაობა „სირცხვილია“ ავრცელებს. სასამართლო პროცესი 30 მარტს, 16:00 საათზე გაიმართება.
7 მარტს აქტივისტები მთავრობის კანცელარიასთან დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან:
- გიორგი მჟავანაძე
- ნოდარ რუხაძე
- გიგა მაქარაშვილი
- ზუკა ბერძენიშვილი
- ლექსო სამხარაძე
- ვალერი სამხარაძე
- სანდრო სიმონოვი
- ბაჩი ვალიშვილი
- გური გოლიაძე
აქციის მონაწილეები 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.