რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობი პირები აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ტელემედიებით ვრცელდება თავდასხმის და დაშავებულთა კადრები.
თვითმხილველები ყვებიან, რომ 10-ზე მეტი უცნობი პირი მანქანებით მოვიდნენ, აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. ერთ-ერთი თვითმხილველის მიხედვით, თავდაპირველად მანქანა განზრახ დაეჯახა ველოსიპედიან კაცს. ერთ-ერთი დაშავებული „TV პირველს“ ეუბნება, რომ ის ძირს დაგდებული ადამიანის დასახმარებლად მივიდა, რა დროსაც ხელი კრეს, წააქციეს და სცემეს.