აქციის მონაწილეები პარლამენტიდან კანცელარიის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან

პუბლიკა

რუსთაველზე, პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით კანცელარიის შენობისკენ მიემართებიან. ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის, ნიკა გვარაიას განცხადებით, მათი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერი ღარიბაშვილი მთავრობის სრული შემადგენლობით. მისი თქმით, მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად დრო ხვალ 12 საათამდე აქვს.

„ჩვენ მივეცით ხელისუფლებას ვადა ხვალ 12 საათამდე. ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტილება ერთადერთია. გადადგეს პრემიერი ღარიბაშვილი მთავრობის სრული შემადგენლობით და ასევე ვითხოვთ, სუს-ის ხელმძღვანელის ლილუაშვილის გადადგომას. აღნიშნული მოთხოვნა თუ არ შესრულდება, ხვალ ვიკრიბებით 6 საათზე ისევ აქ. ახლა კი დავიძრათ მსვლელობით კანცელარიისკენ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.


დღეს გამთენიისას „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.