აქციის მონაწილეები პარლამენტის სამივე შესასვლელთან არიან მობილიზებული

პუბლიკა

„ქუდზე კაცი. ყველანი უნდა მიხვიდეთ პარლამენტის შენობასთან, რადგან მერე იქნება გვიანი”, – ამის შესახებ აქცია „სირცხვილიას” ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა პარლამენტის შენობასთან განაცხადა. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად პარლამენტის სამივე შესასვლელს დაიკავებენ.

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.

კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.