საპრიტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებმაც რუსთაველის გამზირიდან „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გადაინაცვლეს, შენობას წითელი საღებავები და კვერცხები ესროლეს.
„ოცნების“ ოფისს დიდი რაოდენობით პოლიციელი იცავს. ისინი აქციის მონაწილეებს ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევენ. შეხლა-შემოხლა და დაძაბულობაა ოფისთან ამ წუთშიც. როგორც მედიის მიერ გავრცელებული კადრებით ჩანს, აკავებენ აქციის მონაწილეებს.
„იმის გამო რომ საღებავები მოვიტანეთ და ვისროლეთ, გოგა მემანიშვილი, რომელიც ყველაფრის უფლებას აძლევს მოძალადებს და ხელი არ გაუნძრევია როდესაც კლავდნენ ჟურნალისტს და პოლიცია არ გაუგზავნია, დიდი გული აქვს აქტივისტებთან, რომელიც აპროტესტებენ ამ სისასტიკეს, მითუმეტეს ამ საზარელი ბრიფინგის მერე, “- ამბობს მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.