აქციის მონაწილეებმა სასამართლოსთან საავტომობილო გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. გზის გადაკეტვას ეწინააღმდეგება პოლიცია. სამართალდამცავები ცდილობენ, აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანონ.  პოლიციის თანამშრომელი გიგი უგულავას მოუწოდებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები და აქციის მონაწილეები. „პუბლიკის“ კორესპონდენტის თქმით, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა და აქციაზე, სავარაუდოდ, სპეციალური სპრეი გამოიყენა.