ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ შეკითხვებს პასუხობს. მისი თქმით, ის დღეიდან გააქტიურებულია და აქვს მოლაპარაკება სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან. თუმცა, რომელ პარტიაში აპირებს გაწევრებას, ამის შესახებ არ საუბრობს. მას უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მაგრამ განცხადებას ამის შესახებ მოგვიანებით გააკეთებს.
„სულ მინიმუმ მე დღეიდან ვარ გააქტიურებული, ვესაუბრები ადამიანებს, მეგობრებს, კოლეგებს თანამებრძოლებს, ყველა პარტიიდან. ვესაუბრები მათ ყველაფერზე. ჩემი ამოცანაა, რომ ქართველ ხალხთან გაერთიანდეს ოპოზიცია და ქართველ ხალხთან ერთად შეცვალოს ხელისუფლებას. მე ვარ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და აქტიურად ჩავერთვები პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, რომელიმე პარტიაში გავერთიანდები და ვიცი რომელ პარტიაშიც, მაგრამ საჯაროდ ამის შესახებ მერე ვილაპარაკებ”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.