აქტიური შემთხვევების რიცხვი მცირდება, ამ ეტაპზე დიღმის საველე ჰოსპიტალი მუშაობას აჩერებს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აქტიური შემთხვევების რიცხვი მცირდება და „ამ ეტაპზე, დიღმის საველე ჰოსპიტლის საჭიროება იხსნება. „მისივე თქმით, დიღმის საველე ჰოსპიტალი საჭიროების შემთხვევაში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

„ქვეყანაში ეპიდვითარების ოდნავ სტაბილიზაციის ნიშნები არის. დიღმის საველე ჰოსპიტალი ძირითადად ტრიაჟისთვის იყო. იქ მიჰყავდათ პაციენტები, ვისაც პირველადი, სხვადასხვა სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, შემდეგ გადაჰყავდათ კლინიკაში, თუ ამის საჭიროება იყო, ან სახლის პირობებში აბრუნებდნენ სამკურნალოდ.

დღეს, რადგან ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რიცხვი მცირდება, ამ ეტაპზე, ამ ჰოსპიტლის საჭიროება იხსნება. ვფიქრობ, ჰყოფნის საავადმყოფოს საწოლები. ეს არ წყვეტს ფუნქციონირებას, დარჩება მზადყოფნის რეჟიმში, თუ ამის საჭიროება დადგა“, – განაცხადა გამყრელიძემ მედიავებინარზე.