თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ აქტივისტ იოსკა ჯანდიერს (შარინგერი) 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას მისი ადვოკატი, მარიკა არევაძე ადასტურებს.
იოსკა ჯანდიერი პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით 9 აგვისტოს დააკავეს.
აქტივისტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა. ეს მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.