აქტივისტებმა ბრიუსელში გაეროს ბავშვთა კომიტეტის წევრად სოფიო კილაძის არჩევა გააპროტესტეს

პუბლიკა

ადამიანის უფლებების და ქვიარ აქტივისტებმა დღეს ბრიუსელში გაეროს შენობაში პოსტერები გააკრეს, რითაც  გაეროს ბავშვთა კომიტეტის წევრად სოფიო კილაძის არჩევა გააპროტესტეს.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „დროა ქომუნითი“ ავრცელებს.

„მას შემდეგ, რაც ღიად ჰომოფობი სოფიო კილაძე აირჩიეს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად, ეს ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ ზრუნავს იმ ბავშვების უფლებებზე, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ. კილაძე ცნობილია თავისი დისკრიმინაციული განცხადებებით“. – ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

Since openly homophobic #SophioKiladze has been elected as a member of the UN Committee on the Rights of the Child, it…

Posted by DROA Community on Sunday, December 6, 2020

25 ნოემბერს გაეროს ბავშვთა კომიტეტის წევრად აირჩიეს სოფიო კილაძე. სოფიო კილაძე, მე-9 მოწვევის პარლამენტში ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე გაეროს ბავშვთა კომიტეტის წევრად არჩევას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და საქართველოს დიდ გამარჯვებად შეაფასა ეს ფაქტი.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფიო კილაძის წარდგენას კრიტიკულად გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორი. 23 ივნისს 53-მა ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა კომიტეტს, არ დაეშვათ სოფიო კილაძის შერჩევა ამ პოზიციაზე. 2020 წლის მეორე ნახევარში გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი რიგით მეთვრამეტე სესიაზე კომიტეტის 9 ახალ წევრს ირჩევს.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი, ქალბატონო სოფიო კილაძე არ უნდა იყოს არჩეული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად, რადგან არც მისი კვალიფიკაცია, არც რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა მისი შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას”, – წერია მათ განცხადებაში.