სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 2000 ლარით დააჯარიმა. ნატა ფერაძე 19 მაისს თბილისის აეროპორტთან იმ აქციაზე დააკავეს, სადაც მოქალაქეები რუსეთიდან პირდაპირი ფრენის დაწყებას აპროტესტებდნან.
ნატა ფერაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ გზით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ გზით აქტივისტებს ფინანსური წნეხით აშინებენ.
„ჩვენ რა შენობასთანაც ვდგავართ, ამას ჰქვია სასამართლო, მაგრამ ეს არის მოსახლეობისთვის ფულის გამოძალვის ქარხანა. აქ სხედან ბიძინას [ივანიშვილის] ზებრა მოსამართლეები და ზუსტად ასე მივმართე კიდეც მოსამართლეს – ბიძინას ზებრა მისამართლე ხარ-მეთქი. აქტივისტებს ფინანსური წნეხით გვაშინებენ, რომ აღარ ვიაქტიუროთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ ჭრის”, – თქვა აქტივისტმა „ფორმულასთან”.
ნატა ფერაძემ Facebook-ზე პოსტიც გამოაქვეყნა იმისთვის, რომ ადამიანები სასამართლოს დაკისრებული ჯარიმის გადახდაში დაეხმარონ.
19 მაისს აეროპორტთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 ადამიანი დააკავეს. აეროპორტთან მოქალაქეები იმ დღეს მოსკოვი-თბილისის რეისის დასახვედრად მივიდნენ და ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების დაწყება გააპროტესტეს.