აქტივისტის, ბექა პაპაშვილის თქმით, ბექა ოდიშარიასთან სიტყვიერი დაპირსპირების შემდეგ 3 პირი დაესხა თავს

პუბლიკა

აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ სუპერმარკეტში ის „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ბექა ოდიშარიას სთხოვს პასუხს, რატომ მოაწერა ხელი რუსულ კანონს და უწოდებს „რუსს“, რის შემდეგაც მასთან ორი პირი მიდის, უპირისპირდება, ცდილობენ ხელი შეუშალონ ვიდეოს გადაღებაში და გააგდონ მაღაზიიდან.

ბექა პაპაშვილის თქმით, ამ დაპირისპირებისდან ცოტა ხანში, მას შემდეგ, რაც სუპერმარკეტიდან გავიდა, 3 პირი დაესხა თავს და ფიზიკურად დაუპისირპირდა. ამის შესახებ აქტივისტმა „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„ვიმყოფებოდი „ფრესკოს“ მაღაზიაში, როცა შევამჩნიე, რომ შემოვიდა დეპუტატი ბექა ოდიშარია, რომელიც არის რუსული კანონის ხელმომწერი. მას დავუძახე თავისი სახელი, რომ ის არის მონა. არის ბიძინა ივანიშვილის მონა და დავუძახე თავისი სახელი. და ვთხოვდი პასუხს, თუ რატომ გაყიდა ქვეყანა, რატომ გვინადგურებს მომავალს. ამაზე პასუხი იყო მხოლოდ შეურაცხმყოფელი, რაზეც ვუპასუხე, რომ არის უზრდელი და ეს უზრდელი ადამიანები სხედან პარლამენტში. ეს კადრებშიც გამოჩნდა კარგად, რომელიც ავტვირთე.

როდესაც გავედი გარეთ, მოვარდნენ ზონდერები, მისი შვილიც იყო მათ შორის, ამაყად თქვა, ოდიშარიას შვილი ვარო და 3 ადამიანი გამისწორდა ფიზიკურად. მაგრამ ეს არ იქნება დასასრული, სადაც არ უნდა შევხვდეთ ყველგან გავცემთ პასუხს, რომ ესენი არიან რუსეთის მონები და საქართველოს გამყიდველები“, – თქვა ბექა პაპაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.