აქტივისტმა კალაძის წინააღმდეგ საქმის გამოძიების მოთხოვნით პოლიციას მიმართა - დიმიტრი ბიძინაშვილი

პუბლიკა

მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტის დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, გუშინ “ანას ბაღთან” მომხდარი ფაქტის გამო “შეცვალეს” აქტივისტმა პოლიციას კახა კალაძის წინააღმდეგ საქმის გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.

დიმიტრი ბიძინაშვილმა “პუბლიკას” უთხრა, რომ განცხადება თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებული პოლიციის განყოფილებაში კახა კვეკვესკირმა შეიტანა.

“საქართველოში ახალგაზრდები დეპუტატის პიჯაკის გარღვევის გამო დაიჭირეს. აი, ამ ქვეყანაში სადაც ასეთი პრეცედენტია კალაძე უნდა იქნეს პასუხისგებაში მიცემული, მაგრამ არ გაქვს იმედი რომ ვინმე კახი კალაძის წინააღმდეგ საქმის წარმოებას დაიწყებს.” – განუცხადა “პუბლიკას” დიმიტრი ბიძინაშვილმა.

აქტივისტების ამბობენ, რომ გუშინ ვარკეთილში სკვერის გახსნაზე მისულმა ქალაქის მერმა მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტს ხელი დაარტყა და მაისური შემოახია.