„არ არის კარგი აქტივობა“ - გამყრელიძე ვაქცინაციის პროცესზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ დროისთვის აცრილია 1 375 ადამიანი.

ის ამბობს, რომ ეს არ არის კარგი სტატისტიკა, რადგან მიზანია დღეში 3 000 მედპერსონალის აცრა.

„ის აქტივობა, რაც გვაქვს დღეს და გუშინ, რა თქმა უნდა, არ არის კარგი. ჩვენ უფრო მეტს ველით, განსაკუთრებით ჩვენი კოლეგებისგან, რომლებმაც მაგალითი უნდა მისცენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.


ვაქცინა საქართველოში 13 მარტს ჩამოვიდა. საქართველომ COVAX-პლატფორმის საშუალებით AstraZeneca/Oxford ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო, რომელიც დამზადებულია AstraZeneca-SKBio (კორეის რესპუბლიკა) მიერ.

შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინა რაიონებში გადანაწილდა. ვაქცინაციის პროცესის დაწყება დაგეგმილია 15 მარტიდან. გეგმის მიხედვით ვაქცინაციისთვის შერჩეულია  82 დაწესებულება. პრიორიტეტული ჯგუფებიდან პირველები სამედიცინო მუშაკები აიცრებიან.

„ვაქცინა კეთდება ორჯერადად, რევაქცინაცია იქნება რვიდან 12 კვირის ფარგლებში. ამისთვის, შესაბამისი დადასტურებაა უკვე, რომ 86 000 დოზა შემოვა აპრილის მეორე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

არსებული ინფორმაციით, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 129 600 დოზას და ასევე Pfizer-ის 29 250 დოზას.