ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, თუ რატომ არ დაინერგა ე.წ. „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი საქართველოში ამ დრომდე.
„იყო კითხვა, რატომ აქამდე არ მიიღო სახელმწიფომ. არ არის „მწვანე პასპორტები“ საქართველოში იოლი მისაღები. ნახეთ იტალიაში გამოსვლები და მიტინგები იყო. სახელმწიფოს დასჭირდა წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენება იმ ხალხის დასაშლელად, ვინც „მწვანე პასპორტების” წინააღმდეგი იყო.
ამ პოლარიზებულ და უკიდურესად პოლიტიკურად დაძაბულ სიტუაციაში, კიდევ რომ ე.წ. მწვანე პასპორტისთვის წყლის ჭავლი და გაზი გამოეყენებინა ჩვენს ხელმძღვანელობას, წარმოგიდგენიათ, ამას რა ნეგატიური რეაქცია მოჰყვებოდა?! ჩვენი ქვეყანა ფრთხილად დგამს ამ ნაბიჯებს, მაგრამ ახლა დადგა დრო, როდესაც სხვა გზა არ არის და უნდა შემოვიდეს“, – უთხრა ჟურნალისტებს ცერცვაძემ.