არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც ჩვენ არ შეგვიძლია – პუტინი სანქციებზე

პუბლიკა

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პასუხად ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომელსაც რუსეთის მთავრობა ვერ მოაგვარებს. რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ მთავრობის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გარდაუვალი იყო, ქვეყანა გაუმკლავდება მათ და არ იცხოვრებს გაჭირვებაში“, – თქვა პუტინმა.

მანვე აღნიშნა, რომ ეკონომიკა ახალ გამოწვევებს გაუმკლავდება იმპორტის ჩანაცვლებით.

„ხალხი მიხვდება, რომ არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც ჩვენ არ შეგვიძლია“, – განაცხადა პუტინმა.

როგორც მან განაცხადა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ზიანს აყენებს დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებს.