გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხის ასახვას პარტიებს შორის შეთანხმებაში „ქართული ოცნება“ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეშ მაგალითად მიიჩნევს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებაშია ნათქვამი.
„გვსურს, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ გ. რურუასთან დაკავშირებით – ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს“, – ნათქვამია განცხადებაში.