არ დავუშვებთ NATO-ს ინფრასტრუქტურის განთავსებას საქართველოსა და უკრაინაში - გავრილოვი

პუბლიკა

ვენაში სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის მოლაპარაკებების რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი, კონსტანტინ გავრილოვი აცხადებს, რომ მოსკოვი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს საქართველოსა და უკრაინაში NATO-ს ინფრასტრუქტურის განთავსებას.

„მე ასე ვფიქრობ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პასუხი სულ სხვაგვარი იქნება“, – გავრილოვის ამ განცხადებას რუსული მედია ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ წავა იმაზე, რომ რუსეთი „გააცურონ“ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურა საქართველოსა და უკრაინაში განათავსონ.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების თავმოყრის პარალელურად რუსეთის ხელისუფლებამ წამოიწყო საუბარი იმაზე, რომ დეესკალაციისთვის NATO-მ უნდა შეწყვიტოს აღმოსავლეთით გაფართოება და ეს ალიანსმა მკაფიოდ დააფიქსიროს.