„არ გაიპარა, როგორც სხვა პრემიერები, პირდაპირ თქვა, რომ მელიას დაჭერის წინააღმდეგია“ - ხოშტარია

პუბლიკა

გიორგი გახარიას გადადგომის გადაწყვეტილებას აფასებენ პოლიტიკური პარტიების ლიდერები. ელენე ხოშტარიას შეფასებით, გიორგი გახარიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებშია.

„არ შემიძლია, არ გამოვხატო პატივისცემა ამ გადაწყვეტილების მიმართ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის და არა რომელიმე ჯგუფის ინტერესებშია. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო და არ გაიპარა, როგორც სხვა პრემიერები. პირდაპირ თქვა, რომ ის არის ამ პოლარიზაციისა და ნიკა მელიას დაჭერის წინააღმდეგი. ის გადადგა ისევ გავრილოვის თემაზე. ეს არის დასტური, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია და უნდა გადავიდეთ ქმედით ნაბიჯებზე. უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და პოლიტიკური დევნა შეწყდეს.” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.