არ გრცხვენიათ, რას გვაყვედრიან? - მიტროპოლიტი ანტონი 25 მილიონზე

პუბლიკა

ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსმა ანტონმა საყვედური გამოთქვა იმის გამო, რომ ეკლესიას ტყეების გადაცემასა თუ თუ სახელმწიფოსგან სხვა ფინანსური შემოსვალის მიღების გამო აკრიტიკებენ.

აგერ რად აფინანსებენ საპატრიარქოსო.. 25 მილიონი რომ გაადიდოთ, 17 წლის ნამრავლით წარმოაჩენენ…

დაფიქრდით 25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 თეთრია.

არ გრცხვენიათ, რას გვაყვედრიან? დედა ეკლესია ქვეყანას ამაზე მეტს არ უკეთებს? მაშინ, როცა ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსტიტეტი, ინსტიტუტი, ტელევიზია 140 მილიონ ლარს ღებულობს“, – ამბობს ეპისკოპოსი ქადაგებაში.

______________________
 შეგახსენებთ, რომ ტყის კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილების მიხედვით, საპატრიარქოს შეუძლია, ეკლესია-მონასტრების გარშემო 20-20 ჰექტარი ტყის მასივი დაისაკუთროს. ასევე შეგახსენებთ, რომ, გარდა ყოველწლიურად 25 მილიონი ლარის პირდაპირ ბიუჯეტიდან გადახდისა, სხვადასხვა სახელმწიფო უწყება თუ თვითმმართველობის ორგანოები ეკლესიას ათობით მილიონ ლარს აძლევენ.