„არ გვიხარია მათი დაჯარიმება" – გომელაური კორონავირუსის რეგულაციების დამრღვევებზე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიშს წარადგენს. მან პანდემიის კონტექსტში შინაგან საქმეთა სამინისტროს როლსა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაა სასიხარულო, როდესაც ამ მძიმე სიტუაციაში მოქალაქეებს აჯარიმებენ.

„სამწუხაროდ, დარღვევების გამო ადამიანების დაჯარიმება გვიწევს. ახლაც რთულია ჩვენთვის – როგორც ჩემთვის, ასევე პოლიციელებისთვის. არაერთხელ გავაკეთე მე განცხადება – არ გვიხარია მათი დაჯარიმება. მესმის, ძალიან მძიმე სიტუაციაა, თუმცა კანონი ყველამ უნდა დაიცვას“, – აღნიშნა გომელაურმა.

მანვე ხაზი გაუსვა როგორც ქალაქის პოლიციის, ასევე რეგიონული დანაყოფების ძალისხმევას პანდემიასთან ბრძოლაში. გომელაურის თქმით, ისინი წარმატებით ართმევენ თავს როგორც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ამავდროულად, პანდემიიდან გამომდინარე რეგულაციების აღსრულებას.