საქართველოს პარელამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ. რატი ბრეგაძე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
იუსტიციის მინისტრმა ოპოზიციის წარმომადგენლების შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის, სავარუდო წამებისა და ღირსების შელახვის შესახებ უპასუხა წინა ხელისუფლების დროს ერთ-ერთ მსჯავრდებულის საქმიდან წამებისა და გაუპატიურების შესახებ ამონარიდების წაიკითხვით, რასაც პარლამენტში ხმაური მოჰყვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტია „ლელოს“ წევრს სალომე სამადაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა, რესპუბლიკური პარტიის წევრს ხათუნა სამნიძეს კი უთხრა, რომ „ფარისევლური ემოციების გამოხატვა, პანიკის მოწყობა და მსხვერპლების სახელით საუბარი საჭირო არაა“.
რატი ბრეგაძემ ოპოზციის წევრებს მიმართა, რომ ეს არის წამება, რასაც ახლა ის მსჯავრდებულის საქმიდან კითხულობს და არა ის, რასაც მიხეილ სააკაშვილზე ამბობენ.
„მე თავიდანვე ვთქვი, რომ ეს არ იქნებოდა მარტივი მოსასმენი და საკმაოდ მძიმეა-თქო, მაგრამ ეს უნდა შევახსენო როცა ვინმე გვაბრალებს წამებას, ამ რეჟიმის მხარდმაჭერები,”- თქვა რატი ბრეგაძემ.