"არ ხარ მარტო" - კამპანია ჰომოფობიური და ტრანსფობიური ბულინგის წინააღმდეგ

პუბლიკა

“თანასწორობის მოძრაობამ”  ჰომოფობიური და ტრანსფობიური ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის “არ ხარ მარტო” პრეზენტაცია გამართა.

კამპანია მიზნად ისახავს ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ბულინგზე, მსჯელობის დაწყებას.  

პრეზენტაციაზე ჟურნალის “ეგალიტე” პირველი ნომრის პრეზენტაცია შედგა. ჟურნალი “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის” მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხარდაჭერას საინფორმაციო რესურსებით, რომლებიც შეეხება სექსუალობის, მშობლებთან ურთიერთობის, ციფრული უსაფრთხოების, ბულინგის საკითხებს. ჟურნალში გაერთიანებულია ფსიქოლოგის რჩევები, კომიქსებით მოთხრობილი ამბები ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე. 

პრეზენტაციაზე აუდიტორიას წარუდგინეს კამპანიის ვიდეოკლიპების ნაწილი, რომლებიც აერთიანებს იმ ადამიანების ზეპირ ისტორიებს, რომლებმაც გამოსცადეს ბულინგი, ასევე ერთერთი ვიდეოკლიპში სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები გაერთიანდნენ ბულინგის წინააღმდეგ. ვიდეკლიპები გავრცელედება სოციალურ მედიაში და მისწვდება საკითხით დაინტერესებულ აუდიტორიას.