„არ მგონია, გამოქვეყნებული კვლევის შედეგები პირდაპირ კონვერტირებადი იყოს არჩევნებში მოსალოდნელ შედეგებთან“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ.
„წარმოუდგენელია მოცემულობა, რომ არჩევნებში ის 51% არ აისახოს. 18%-ზე გაცილებით მეტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა – რომ გავაორმაგოთ, ესეც არ იქნება საკმარისი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
NDI-ის კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 61% აპირებს, აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ვარაუდობს – 18%.
მათგან, ვინც, სავარაუდოდ, არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, 45% არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს, 24%-იანი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 7-7% – ენმ-სა და სხვა პარტიებს.