არ გაითვალისწინოთ ტრამპის მოსაზრება, ეს საშიშია - ექიმები ტრამპის მოსაზრებაზე

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოსაზრებას, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ შესაძლოა სადეზინფექციო საშუალებები იყოს გამოყენებული, ექიმები აკრიტიკებენ. ამის შესახებ ინფორმაციას NBC news ავრცელებს.

NBC თქმით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის იდეას შესაძლოა, ფატალური შედეგები მოჰყვეს.

დოქტორმა ვინ გუპტამ, NBC NEWS-ს განუცხადა, რომ ორგანიზმში რაიმე სახის საწმენდი პროდუქტის შეყვანის ან მოხვედრის ცნება, უპასუხისმგებლო და საშიშია, რადგან ეს არის ის მეთოდი, როდესაც ამ საშუალებებს ადამიანები თავის მოსაკლავად იყენებენ.

ქალაქ ჩარლსტონის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმი კაშიფ მაჰმუდი „ტვიტერში“ წერს, რომ როგორც ექიმი, კორონავირუსის წინააღმდეგ ფილტვებში სადეზინფექციო საშუალებების შეყვანას ან სხეულის შიგნით ულტრაიისფერი გამოსხივების გამოყენებას რეკომენდაციას არ უწევს. „არ მიიღოთ სამედიცინო რჩევები ტრამპისგან“, – აღნიშნავს კაშიფ მაჰმუდი.

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგის შემდეგ კითხვით მიმართვა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელს, ბილ ბრაიანს, რომელის მანამდე პრეზენტაციით წარსდგა.

„როგორც ვნახე, სადეზინფექციო ხსნარი ანადგურებს მას (კორონავირუსს) ერთ წუთში. და არის რაიმე გზა, რომლითაც ჩვენ იმავეს გაკეთება შეგვიძლია შიგნით (ორგანიზმში) ინექციით ან თითქმის, გაწმენდით? როგორც ჩანს, ის (კორონავირუსი) ფილტვებში აღწევს და მძიმედ აზიანებს მას. ამიტომ, ამის გადამოწმება საინტერესო იქნებოდა”, – იკითხა ტრამპმა.