გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არ პასუხობს შეკითხვას, იყო თუ არა რუსეთში თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს.
„სხვა კითხვები თუ გაქვთ, გიპასუხებთ. სხვა კითხვებზე გადავიდეთ, მსგავს კითხვებზე აღარ გიპასუხებთ, გითხარით უკვე.
არა, არ გიპასუხებთ, არ მინდა და არ გპასუხობთ.
თქვენი დოკუმენტები შეგეძლოთ გამოგექვეყნებინათ და გამოაქვეყნეთ, რა დოკუმენტებიც გქონდათ უკვე და არ ვაპირებ ამაზე საუბარს.
პრინციპულად მე არ გეტყვით მსგავს კითხვებზე, ჩემს შვებულებებზე, არასამუშაო საათებზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა ლადო ხინჩეგაშვილი ჟურნალისტის შეკითხვებზე საპასუხოდ.
ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს გორის მერი რუსეთში იყო წასული, ადგილობრივმა „მოზაიკამ“ გაავრცელა.
გამოცემა წერდა, რომ მან ქვეყანა ავტომობილით დატოვა, იქამდე კი სამსახურში ერთ-დღიანი შვებულება აიღო.