„არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე“ - კუჭავა

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლოაინი პირბადით უნებლიეთ მივიდა.

„დილით 8 საათზე შევეცადე ტრადიციულად პირველი მისვულიყავი უბრანზე, ნამდვილად არ მივაქციე ყურადღება რომელი პირბადე გავიკეთე. ეს იყო დარღვევა, ეს ფაქტია, ვიცი, რომ  შესაბამისი რეაგირებაც იქნება და როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადით მისვლის გამო „ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საჩივარი დაწერა. ცესკოს განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესი დაარღვია და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს.