უმრავლესობის წევრს, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარს, ნინო წილოსანს გურიაში ხმაურით დახვდნენ.
„არ შეგრცხვათ გურულების?“
„თქვენ გგონიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადააგდეთ?“
„რა უნდა ველაპარაკო ახლა ამას?“
„ჩოხატაურის მოსახლეობას რატომ არ ხვდებით?“
„გამორიცხულია, თქვენ ეს პიჯაკიც კი ჩაიცვათ ივანიშვილის თანხმობის გარეშე“ – ამ შეძახილებით შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა მაჟოროტარ დეპუტატს.
ვიდეოს ადგილობრივი გამოცემა „გურია თუდეი“ ავრცელებს.
გუშინ, 14 ნოემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა. მათ შორის იყო ნინო წილოსანიც.
ნინო წილოსანი აცხადებს, რომ აპირებს მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვას.
დააკლიკეთ, გადმოდით პუბლიკის ფეისბუქგვერდზე, მოიწონეთ და გაუზიარეთ მეგობრებს