არ შეიძლება გამორიცხვა მეზობელ ქვეყნებში კონფლიქტის რისკის - მაკრონი უკრაინაში რუსეთის ომზე

პუბლიკა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს უმასპინძლა.

პრეზიდენტების ერთობლივ ბრიფინგზე მაკრონმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში ინციდენტები აჩვენებს, რომ არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ კონფლიქტის რისკი მეზობელ ქვეყნებზეც გავრცელდეს.

მისივე თქმით, საფრანგეთი აპირებს, ყურადღებით მიადევნოს თვალი რეგიონში უსაფრთხოების საკითხს და მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტრიული მთლიანობის ნებისმიერ შესაძლო ხელყოფას.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ მას სურს, ევროკავშირმა მოლდოვის გაწევრების მოთხოვნაზე სწრაფი აზრი გამოთქვას.