არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგს – „ლელო“

პუბლიკა

პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ  პარტია არჩევნების შედეგს არ აღიარებს.

„2020 წლის არჩევნები უნდა ყოფილიყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე აქცია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობის და გაყალბების პროცესად. არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებას ვერ იქნება ლეგიტიმური. „ლელო“ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგს. მოვუწოდებთ ამომრჩეველს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანობისკენ…“, – წერია „ლელოს“ განცხადებაში.

„ლელო-საქართველოსთვის“ თქმით, ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან.

„ლელო“ არ შეეგუება საქართველოში ხელისუფლების მიტაცებას და „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დასამარებას“, – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.