არ ვაკეთებ პოლიტიკურ კომენტარებს - გიორგი კვირიკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობს იგი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისადმი მოპყრობის ამსახველ კადრებზე.

„პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ” – თქვა მან.

კვირიკაშვილი „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრის პოსტს 2015-2018 წლებში იკავებდა. იგი თანამდებობიდან გადადგა, ხელისუფლებამ ოფიციალურ მიზეზად „იუნისეფის” მიერ სიღარიბის კვლევის შედეგები დაასახელა.