„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეკითხვაზე, რატომ არ იყო დროშები 26 მაისს ქვეყნის მასშტაბით გადმოფენილი, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ ეს პრინციპული საკითხი არ არის.
„სხვა თუ არაფერი არ გაქვთ, რომ ეროვნული დროშები რატომ არ ჩამოკიდეთ… ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გავაკეთეთ ასეთი რამ. ასეთ დროს, როცა სოციალური ცხოვრება შეზღუდულია, ყველაფერი გავაკეთეთ ლიმიტირებულად. ვთვლი, რომ ეს იყო სწორი. დავზოგეთ ბევრი რამ. შესაბამისად, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას, არ ვთვლი, რომ ეს პრინციპული საკითხია”, – განაცხადა გახარიამ.