„არა, არ უარვყოფ”, – „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ არ უარყო, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი შექმნილ უმძიმეს რეალობას საღად აფასებს.
„ვიტოვებ იმედს, რომ ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, „გვქონდა მასთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, პრეტენზიები თუ არ გვქონდა…“ ეს ყველაფერი ახლა არის მეასეხარისხოვანი, ვგულისხმობ „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს, მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს.
ჩვენ, ყველანი ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ ქვეყნის განვითარების ვექტორზე. არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური განვითარების ვექტორზე, არამედ ზოგადად, როგორები გვინდა ვიყოთ – გვინდა, რომ ვკლავდეთ კვლავ პრეზიდენტს, რომელსაც ავტომატურად მოჰყვება რკინის ფარდის ჩამოშვება და მის მიღმა აღმოჩენა ლუკაშენკოს ბელარუსსა და პუტინის რუსეთთან ერთად, თუ დეკლარირებულად უკვე ვხდებით ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ეს დევს სასწორზე დღეს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.