„არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!” – ეს სტატუსი, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე საქართველოს პრეზიდენტმა გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ მან დღეს გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა.
იგი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მედიასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ სურდა ვიზიტები გაეგრძელებინა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაშიც, თუმცა უარი მიიღო – „რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა“.
მან ასევე თქვა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არც სააკასვილს, არც გვარამიას და არც ივანიშვილს არ უნდა გადაჰყვეს.