„არა მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი , მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ!" - ეკა ბესელია

პუბლიკა

პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია facebook-ზე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ეხმაურება.

„მიუხედავად იმისა , არასოდეს დამავიწყდება ის სისასტიკე რაც ჩაიდინეს ჩემს მიმართ – არა მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი , მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ! ნურავინ დამიწყებთ აქ მორალისტობას , განსაკუთრებით ისინი , მეასედი რომ არ გაგივლიათ იმ განსაცდელის და ტკივილის რაც გავიარე !

მე ჩემს თავში აღმოჩენილი შინაგანი ემპათია და ადამიანური განცდა მომეწონა სიკვდილის წინაშე მყოფი თუნდაც ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ადამიანის მიმართ რომ გამაჩნია !

არ მომეწონებოდა ეს რომ არ დამენახა და არ ვაპირებ კეკლუცობას ამ თემაზე ! მზარავს ის ადამიანები , რომლებიც ქირქილებენ სხვის განსაცდელზე და სიცოცხლეზე !!!

არაფერი მოუცია უფალს სიცოცხლეზე დიდი და თუ შენდობაც და მიტევებაც შეძელი – თავად ხარ ადამიანი …..“ – წერია ეკა ბესელია.

1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.