არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც - ზარქუა

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა სენატში საქართველოს მიმართ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„მოლოდინი ჰქონდათ ოპოზიციის წევრებს, რომ ახლა დაიწყება სენატში დებატები, სადაც მმართველ პარტიას ყურს აუწევენ. სინამდვილეში გუშინ მნიშვნელოვანი მესიჯები გაკეთდა. ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული „ქართულ ოცნებას” არასდროს გადაუხვევია ევროატლანტიკური კურსიდან და რეფორმებით კიდევ უფრო ახლოს არის ნატოსთან და ევროკავშირთან.

მეორე მესიჯი და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო – იმის ხაზგასმა სენატორებისგან, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი რუსეთის ინტერესებშია და ამით არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც. ეს ყველამ უნდა გაითავისოს. მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს“, – განაცხადა ზარქუამ.