„არა რუსეთს!” – პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პუბლიკა

თბილისში, პარლამენტთან უკრაინი მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციას.

აქციას სამი მთავარი მოთხოვნა აქვს:

– დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან
– აიკრძალოს რუსული მედია საშუალებები
– დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს, სადაც პროტესტის ნიშნად შნობის მიმართულებით ტუალეტის ქაღალდები ისროლეს.

„ძალიან ცუდი სუნი გამოდის ამ შენობიდან, ამ სიშორეზე უკრაინაშია ომი და ისეთი სუნი დადგა კანცელარიაში, რომ უბრალოდ სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ ტუალეტის ქაღალდი მოგვეტანა, რომ თვითონაც იგრძნონ რომ ძალიან უხერხულია ამ სუნში ცხორება. ძალიან მშვიდობიანი პერფორმანსი იყო, მაქსიმუმ დანაგვიანებისთვის დაგვაჯარიმონ. სხვანაირად ვეღარც ვხვდებით როგორ ჩამოვირეცხოთ ის სირცხვილი, რომელიც ჩვენს დებთან და ძმებთან გვაქვს უკრაინაში“,- ასე განმარტა პერფორმანსის მიზანი აქციის მონაწილემ გიგა მაქარაშვილმა.