პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მოქალაქეები დილიდან არიან შეკრებილები. ისინი პარლამენტში რუსული კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ და მოუწოდებენ მმართველ პარტიას გაიწვიოს კანონპროექტი პარლამენტიდან.
გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონპროექტებს ე.წ. აგენტების შესახებ.
კანონპროექტების განხილვის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის გარეთ, პროტესტს გამოთქვამდნენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც პარლამენტის შენობაში. კომიტეტის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში ხელჩართული ჩხუბიც იყო, მოგვიანებით ოპოზიციონერი დეპუტატები კომიტეტის ოთახიდან ძალის გამოყენებით გააძევეს.