„არა საქართველოს ოკუპაციას“ – რუსეთის და ბელორუსიის მოქალაქეებმა რუსთაველზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერი აქცია გამართეს.
„დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ქართველ და უკრაინელ ხალხს. ვიცით 2008 წლის ისტორიები და ისიც კარგად ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებული. დღეს სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ და უკრაინელ ერებს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომლის თარგმანსა „TV პირველი“ ავრცელებს.