ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის დაახლოებით 10%-დან 20%-მდეა ე.წ. დელტა შტამის (ინდური შტამის) შესაძლო გავრცელება ქვეყანაში.
„ე.წ. დელტა ვარიანტი დადასტურდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც მიუთითებს, რომ შტამი ქვეყანაში ცირკულირებს. შეფასებითი მაჩვენებლით, დაახლოებით 10%-დან 20%-მდეა შესაძლო გავრცელება ამ შტამის და ისიც არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელება და შედარებით მძიმე მიმდინარეობა, რაც გაზრდილ სიკვდილიანობას უკავშირდება (22 იყო გუშინ გარდაცვალების მაჩვენებელი). რთულია ამის პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივი დაკავშირება, მაგრამ, სავარაუდოდ, შესაძლოა, კავშირში იყოს „დელტა“ შტამის გავრცელებასთან“, – განაცხადა გაბუნიამ.