არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული აბაზოვი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

პუბლიკა

მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებული თემურ აბაზოვი, რომელიც წინასწარი პატიმრობიდან 2018 წლის დეკემბერში გათავისუფლდა დღეს ათლეტიზმის ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.  ინფორმაციას აბაზოვი „ფეისბუქის” გვერდზე ავრცელებს.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, 37 წლის თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ა.-ს, რომელმაც 10 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე თემურ აბაზოვისა და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, მარნეულში დაბრუნების შემდეგ, საჯარო ბოდიში მოახდევინეს, სცემეს და სახე თავისივე შარდით მოაბანინეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის დეკემბერში მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით დაკავებული თემურ აბაზოვი, წინასწარი პატიმრობიდან 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე