„რა მონაცემებიც ახლა მაქვს იმის მიხედვით, აქვე გიდასტურებთ, რომ არაერთი მეორე ტური იქნება, შეიძლება ეს 10-ზე მეტიც კი იყოს, მაგრამ ეს არ იქნება 20-ზე მეტი, “, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„დაგიდასტურებთ, რომ არც თუ ცოტა რაიონში იქნება მეორე ტური. ეს არ იქნება რაიონების ნახევარში, მაგრამ შესაძლებელია, რომ ეს იყოს 10-15 რაიონში, ზუსტი მონაცემები მე არ ვიცი. მაგრამ ეს არ იქნება 2 და 3 რაიონი. იქნება ნამდვილად რაიონები, სადაც ჩატარდება მეორე ტური და გამოვრიცხავ თქვენს და ოპოზიციის ეჭვს.
აქვე გიდასტურებთ, რომ რამდენიმე და არაერთი მეორე ტური იქნება, შეიძლება ეს 10-ზე მეტიც კი იყოს, მაგრამ ეს არ იქნება 20-ზე მეტი, რა მონაცემებიც ახლა მაქვს იმის მიხედვით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.