„პოლიტიკური სპეკულაციებია" - კალაძე ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოთქმული ბრალდებები მხოლოდ და მხოლოდ „პოლიტიკური სპეკულაციებია”.  ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს წაადგება არამხოლოდ მმართველ პარტიას და გუნდს, არამედ მთელ ქვეყანას… ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოებაში, აქვს ძალიან დიდი რესურსი, აქვს უდიდესი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან და მას ნამდვილად შეუძლია ის, რომ მოახდინოს მმართველი გუნდისა და ხალხის კონსოლიდაცია.

ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. მარტივად გეტყვით: თუ ადამიანი ქვეყნის არაფორმალური მმართველია, მაშინ რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში? თუ ქვეყანას გარედან მართავდა, მაშინ ჩვეულებრივად გააგრძელებდა ამას, როგორც თქვენ ამბობთ. მაშინ რატომ დაბრუნდებოდა?”, – განაცხადა კახა კალაძემ.