არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები ან თვითდასაქმულები მიიღებენ ერთჯერად 300 ლარს - გახარია

პუბლიკა

ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში პრემიერი გიორგი გახარია მიზნობრივი დახმარების პროგრამის შესახებ პრეზენტაციას მართავს. მისი განცხადებით, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები ან თვითდასაქმულები შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარის ოდენობით.

„არის ასეთი ძალზედ საკმაოდ სერიოზული სოციალური ჯგუფი და ფენა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც არაფორმარულ სექტორში იყვნენ დასაქმებულები ან თვლიდნენ თავიანთ თავს თვითდასაქმებულად. რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის და მთავრობისთვის არის უკიდურესად რთული მათი იდენტიფიცირება, რამეთუ ისინი არ აღირიცხებიან არცერთ ოფიციალურ ბაზებში და წყაროებში. მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალური გამარტივების გზით, მაშინ როდესაც მოხდება ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება, გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით“ – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერ მინისტრის განცხადებით ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი 75 მლნ ლარი იქნება.