„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე გადასასვლელი ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური მილი მოეწყო, რის გამოც ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესასვლელად აუცილებელია ახალ მილზე გადაერთებითი სამუშაოების ჩატარება.
კომპანია წერს, რომ სამუშაოების უსაფრთხოდ შესასრულებლად აუცილებელია მაგისტრალური სისტემის წყლისგან დაცლა.
GWP-ის ცნობით, გადაერთებითი სამუშაოების გამო, 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება 80 000-მდე აბონენტს შემდეგ მისამართებზე:
საბურთალოს რაიონში: ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს და მიკრო რაიონებს, ჟღენტის, შავგულიძის მინდელის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, მხატვართა, ძოწის, ფერმწერთა, ვარაზის, თვალჭრელიძის, ბანძელაძის, ზარწემის, ტაბიძის, ქვემო აჟარის, კაპანელის, ზაალიშვილის, აფხაიძის, კვაჭაძის, ბიწაძის, კედარის, საშა იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ანჯაფარიძის, ნადირაძის, შავიშვილის, მამასახლისოვის, თოფურიას, პიკასოს, ქავთარაძის ქუჩებს, უნივერსიტეტის და დანელიას ქუჩების ნაწილს. სოფელ თხინვალას, სოფელ ლისს, აკაკი გელოვანის ქუჩას. სოფელი დიღომში: ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, მაღალაძეების, ჩოხელის, ყურაშვილის, შარაშიძის, სარიშვილის, სოლოღაშვილის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ზუტნერის, ბარონდებაის, გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანძთელის, ჭიაურელის, თოფჩიშვილის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, წერეთელის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, წმინდა ელენე და კონსტანტინეს, კავთას, თეოდორე ტირონის, ბერი გობრონის, ზ. სარაჯიშვილის, ვაჩეიშვილის, მირიანაშვილის, თეთრი გიორგის, ჩარგალეთის, იოაკიმ და ანას ქუჩები, ეკლესიის უბანი, ფარნავაზის N18, N20, N22, N24, N26, შეყლაშვილის, პეტრიწის N2ბ, ნიკო ბურის N25, თინათინის, შმერლინგის ქუჩები, სოფელი ძველი ვეძისი, დიღომი 7, მუხრან მაჭავარიანის, პეტრე სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, გელოვნის გამზირი, მოციქულთასწორის ნინოს, ისიდორე დოლიძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, გოგიშვილის ქუჩები. დიღმის მასივის I კვ მთლიანად (გარდა 10, 11, 12), სოფელი დიღომი, ვაშლიჯვრის დასახლების 2ა, 3ა, 4 და 4ბ ზონები.
ვაკის რაიონში: ვაჟა-ფშაველას I, II, III, IV, V, VI, VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, მარგიანის, ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, სხირტლაძის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის, მიქელაძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის I, II, III ქუჩებს, ჯებაშვილის, მეგრელიძის, გაზაფხულის, თავხელიძის, ზაქარიაძის, ბუაჩიძის, გელოვანის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის, ალასანიას ქუჩებს; ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილისა და ასათიანის ქუჩების ნაწილს.
გლდანის რაიონში: ზაჰესის დასახლება: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის, მუხადგვერდის, რეაქტორის ქუჩებს.
ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურს და წეროვანის დევნილთა დასახლებას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, – ნათქვამია განცხადებაში.